პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან მომხდარი ორმხრივი სროლის გამო ორი ქვეყნის მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დაიხურა. მხარეები ცეცხლის დაწყებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ. თორხამი პაკისტანისა და ავღანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტია, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად ქვეყნებს შორის არაერთი ტონა ტვირთი გადაადგილდება. რამდენიმე დღის წინ, პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რასაც პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა.