ტექინსპექტირების გაუვლელობაზე განმეორებითი ჯარიმის გაზრდის შემდეგ, აღნიშნულ ცენტრებში მომართვა 15-20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კანონის გამკაცრებამდე, ქალაქში ტექინსპექტირების გარეშე დაახლოებით, 200 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლითაც ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები გაიზარდა