საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. გადაწყვეტილებას ხელისუფლების ოპონენტები არ მიესალმებიან და ამბობენ, რომ ეს ინიციატივა წინა ცვლილებისგან არაფრით განსხვავდება. ისინი თვლიან, რომ მთავარი ბერკეტი კვლავ „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.