“გირჩი - მეტი თავისუფლებისა” და “დროას” საარჩევნო გაერთიანებას, ქართული ოპოზიცია არაერთგვაროვნად აფასებს. ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი მიიჩნევს, რომ ნებისმირი პროდასავლური პარტიის გაერთიანება მისასალმებელია, თუმცა მათივე განმარტებით, ჯერ კიდევ სადავოა, თუ რამდენად იქნება ეს “ქართული ოცნების” დამარცხების ფორმულა. გაერთიანების იდეას ზურაბ ჯაფარიძის ყოფილი თანაგუნდელები არასერიოზულად მიიჩნევენ და “გირჩში” აღნიშნული ორი პარტიის გიორგი ვაშაძესთან კოლაბორაციას იხსენებენ.