"ქართული ოცნება" კანონის იმ მუხლებს ცვლის, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევას ეხება. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად, საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი ვერ შედგება, საჭირო ხმათა რაოდენობა 76-მდე მცირდება და თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.