კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე კალათბურთში მოეთხედფინალური ეტაპის მატჩები დასრულდა და ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.
სლოვენიის ნაკრები კანადასთან 89:100 დამარცხდა. კანადელთა რიგებში საუკეთესო შაი გილჯის-ალექსანდერი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. 24 ქულა ჰქონდა რჯ ბარეტს, ხოლო 14-14 ქულით გამოირჩნენ ალექსანდერ-უოლკერი და დილონ ბრუკსი. სლოვენიის ნაკრებს 26 ქულით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, თუმცა მან ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მეოთხე მეოთხედში მოედნიდან გააძევეს.
დრამატულად განვითარდა მოვლენები გერმანიისა და ლატვიის შეხვედრაში. საბოლოოდ, გერმანელებმა 81:79 მოიგეს და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. გერმანიის ნაკრების რიგებში საუკეთესო 16 ქულით ფრანც ვაგნერი იყო. მოულოდნელად თამაში ჩაუვარდა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ლიდერს, დენის შრიოდერს. მან მეტოქის ფარს 26-ჯერ შეუტია და მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო.
მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 8 სექტემბერს გაიმართება:
სერბეთი – კანადა I 12:45 საათი
აშშ – გერმანია I 16:40 საათი