რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დრონებით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. უწყების ინფორმაციით, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში, ორი კი როსტოვის ოლქში გაანადგურეს. მანამდე, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ ქალაქ როსტოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს. ერთი მათგანი ქალაქის გარეუბანში ჩამოვარდა, მეორე კი მის ცენტრალურ ნაწილში. შემთხვევის შედეგად, სამი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და ავტომობილები დაზიანდა, ასევე ერთი მოქალაქეც დაშავდა.