უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შემდგომი შეზღუდვის წინააღმდეგია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინის პორტებს სამხრეთში სისტემატიურად უტევს და მარცვლეულის მარაგს ანადგურებს. უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინული ექსპორტის ნებისმიერი შეზღუდვა რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ტანჯვასა და ნგრევას ხელს უწყობს.