აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორისაა ურანის სატანკო ჭურვები. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვები შედის. გარდა ამისა, პაკეტი ასევე ტანკსაწინააღმდეგო Javelin-ებს და 3 მილიონზე მეტ ტყვიას მოიცავს.