სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებს ოპოზიციაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მინიჭების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევენ. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესში პრეზიდენტი საკუთარ როლს პირნათლად ასრულებს, რამაც ხელისუფლების გაღიზიანება და მათი მხრიდან, იმპიჩმენტზე საუბარი გამოიწვია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ვიზიტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია “ქართული ოცნების” ინტერესებში არ შედის.