საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. “ქართული ოცნების” ოპონენტები სტრატეგიული პარტნიორებისგან ხელისუფლების მწვავე კრიტიკას ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ბორელი 12-ი რეკომენდაციის არშესრულების გამო, მმართველ პარტიას დიპლომატიური ტონის მიუხედავად, სერიოზულ პოლიტიკურ გაფრთხილებას მისცემს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ საქართველოს სწორედ ახლა აქვს იმის საშუალება, რომ ევროპას უფრო მეტად დაუახლოვდეს და კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი გაზარდოს.