დღეს საქართველოში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ჩამოდის. ევროპელი დიპლომატი საქართველოში 2 დღით დარჩება. ევროკომისარი პირველ სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. გარდა ამისა, შეხვედრა ჩანიშნულია პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. ბორელს ასევე საქართველოს პრეზიდენტიც უმასპინძლებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ბორელი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.