77 წლის მომღერალი შერი თავის ახალგაზრდობის საიდუმლოზე საუბრობს. მისი თქმით, სიბერე ჯერ არ უგრძვნია — კვლავაც ჩაიცვამს ჯინსებს და გრძელ თმასაც არ შეიჭრის, რადგან თავს ახალგაზრდად გრძნობს, შესაბამისად, ასეც იქცევა და ეს დაბერებაში ხელს უშლის.
"არ მჯერა, რომ მალე 80 წლის გავხდები. მაინც ისევ გავაკეთებ ყველაფერ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. მახსოვს, როგორ ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობარი პაულინი, როდის მოგვიწევდა თმის შეჭრა და როდის უნდა შეგვეწყვიტა ჯინსების ჩაცმა, რადგან რაღაც ასაკის მერე ჩვენ გარშემო ქალები სწორედ ამას აკეთებდნენ, მაგრამ მე თავს ასე არ ვგრძნობ", — აღნიშნავს შერი.
შერის თქმით, არ ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, უბრალოდ ისეთია, როგორიც არის — ფიტნესითა და იოგათია დაკავებული, ჰყავს როგორც მისი ტოლი, ასევე, ახალგაზრდა მეგობრები და განწყობას ინარჩუნებს.
მაისში ვარსკვლავმა თავის 77-ე დაბადების დღეზე თქვა, რომ ტორტზე სანთლების რიცხვს ხედავს, თუმცა ასაკის მატებას ვერ გრძნობს. ამასთან, ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ჭაღარა თმით ვერ ნახავენ და მას მუდმივად შეიღებავს.
შერი ახალი მუსიკის გამოსვლასა და მემუარსაც აანონსებს, თუმცა ზუსტად არ ამბობს, მათ გამოშვებას როდის აპირებს.