ჟურნალმა Empire რეჟისორ დენი ვილნევის „დიუნის“ მეორე ნაწილის ახალი კადრი გამოაქვეყნა. ფოტოზე ფილმის მთავარი გმირი - პოლ აიტრედესია გამოსახული, რომლის როლსაც ტიმოთი შალამე ასრულებს.
მეორე ნაწილში ფრანშიზას შეუერთდნენ მსახიობები: ფლორენს პიუ, ლეა სეიდუ და ოსტინ ბატლერი. ფილმში ასევე თამაშობენ: ზენდაია, ჯოშ ბროლინი, დეივ ბატისტა, ხავიერ ბარდემი და სტელან სკარსგარდი. „დიუნის“ მეორე ნაწილი მთლიანად IMAX-კამერებით არის გადაღებული, მაშინ როდესაც პირველ ფილმში ასეთი სცენები მხოლოდ 40%-ს შეადგენდა. ფილმი ეკრანებზე 2024 წლის 15 მარტს გამოვა.
„დიუნის“ პირველი ნაწილის პრემიერა 2021 წელს შედგა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე მაყურებლებისგან. ფილმი ფრენკ გერბერტის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.