შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
"ჩვენ, შეერთებულ შტატებში, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ თქვენთან ერთად სვლა. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა, მოვსულიყავი და მტკიცედ დამედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ძალისხმევა, რასაც ჩვენ და სხვა ქვეყნები ვაკეთებთ კონტრშეტევის ამოცანების დაუყოვნებლივ გადაწყვეტისთვის, ასევე უკრაინის დასახმარებლად გრძელვადიანი მცდელობებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს, შექმნას ძალა მომავლისთვის, რომელსაც ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეუძლია", - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ხედავს, რომ უკრაინამ კონტრშეტევის დროს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია. ვიცი, რომ პრეზიდენტი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში", - აღნიშნა ბლინკენმა.