რადიო თავისუფლების“ სომხურ ენოვანი ბიუროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი და რომელმა უწყებამ გაუგზავნა ის კიევს, ამ დრომდე უცნობი რჩება. პარალელურად, კიევში ყოველწლიური სამიტი იწყება, რომლის ორგანიზატორიც უკრაინის პირველი ლედია. სამიტს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურების მეუღლეები დაესწრებიან, მათ შორის სომხეთის პირველი ლედი ანა აკოფიანიც იქნება. სამიტის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს. შეხვედრაში მონაწილეობას სხვა ქვეყნების პირველი ლედები, ევროკავშირის მაღალჩინოსანი ქალები, ცნობილი ჟურნალისტები და მსახიობებიც მიიღებენ.