რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ მიტანილი დარტყმის სამიზნე ცენტრალური სავაჭრო ბაზარი გახდა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს საკუთარ ტელეგრამ არხზე უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა კონსტანტინოვკაზე საარტილერიო დარტყმა მიიტანა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.