კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამერიკა-სომხეთის ერთობლივი წვრთნების ჩატარების საკითხს აფასებს. მისი თქმით, ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს და მოსკოვი მიმდინარე სიტუაციას დააკვირდება. სომხეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები „პარტნიორი არწივი 2023“ სომხეთის ტერიტორიაზე 11-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე შედგება. მისი მიზანი სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაციაა.