თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტუდენტებს მიმართა, შესაბამისი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში დროულად წარადგინონ.