აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას პროცესში ჩართულ მხარეებთან გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი აცხადებს რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს. აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ შემთხვევაშიც ურთიერთ ბრალდების რეჟიმში არიან. ოპოზიცია აცხადებს რომ ქართულ ოცნებად დიდი ხანია რუსეთისკენ მიმავალი გზა აქვს არჩეული, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს კი ოპოზიციასთან გაერთიანება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.