სალომე ზურაბიშვილი ევროპულ შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფრანგ კოლეგას შეხვდა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა საერთო ვიდეომიმართვაც. ქართული ოცნება ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს ფარგლებში კი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ბრალ სდებს.