უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის დანიშვნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Telegram-ზე რადას დეპუტატები ავრცელებენ.
უმეროვის კანდიდატურას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დეპუტატების განმარტებით, დანიშვნის პროცედურა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე ჩატარდა. სახელმწიფო მეთაურს რადაში მუდმივი წარმომადგენელი წარადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში რუსტემ უმეროვი მე-4 თავდაცვის მინისტრი გახდა.