საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტთან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა. მაკრონმა ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.