“თქვენი ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძუროთ” - კახა კალაძე ამ სიტყვებით დიდ სუპერმარკეტებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი თავიანთ ნარჩენებს მიზანმიმართულად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში ათავსებენ. თბილისის მერმა დღეს გამართულ სხდომაზე ქუჩების დანაგვიანების პრობლემაზე ისაუბრა და კერძო ბიზნესებს “თბილსერვის ჯგუფთან” ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა. თბილისის მერმა ვიცე-მერსაც მიმართა და გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმების გამკაცრებისკენ მოუწოდა.