"ერთი სარტყელი - ერთი გზის" "ინიციატივის ათი წელი" და "ჩინური სტილის მოდერნიზაცია" - თემაზე ჩინეთის საელჩო, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრსა" და "ჯეოქეისთან" თანამშრომლობით, კონფერენციას ატარებს. ღონისძიებაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ევროპისა და აზიის სავაჭრო ბაზრების დაახლოებას განიხილავენ. კონფერენციას ხელისუფლების წარმომადგენლები, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წევრებიდა ჩინელი მეცნიერები ესწრებიან.