აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას და ქვეყანაში არსებულ სხვა პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვლებად საჭირო რეფორმებისთვის იმუშაონ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვედანტ პატელის განცხადებით, ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს. მანვე აღნიშნა, რომ გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა.