სტამბულში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქირქლარერის პროვინციაში, სადაც ამ დრომდე ოთხ მოქალაქეს ეძებენ.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კვლავ უხვ ნალექს ვარაუდობენ და მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ.