საქართველოს ხვალ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პირველად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი იქნება.
ჟოზეფ ბორელი როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ სპექტრს შეხვდება.
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგის ოფიციალურ შეფასებას, ოქტომბერში ელოდება.