საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენს გუნდს საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას ჩაატარეს. ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ასე დაკომპლექტდა: მეკარეებს შორის არიან გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი და ლუკა გუგეშაშვილი. დაცვის ხაზში არიან ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, საბა კვირკველია, საბა საზონოვი და ნაკრების დებიუტანტი სანდრო კალანდაძე.
ნახევარდაცვის ხაზში ნაკრების ღირსებას დაიცავენ ლადო მამუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი აბურჯანია და ზურიკო დავითაშვილი. თავდამსხმელებს შორის ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ნაკრებში გამოძახებული არიან გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ბუდუ ზივზივაძე.