უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს უკრაინას ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას მედიასაშუალებები დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ბოლოს ენტონი ბლინკენი კიევში დაახლოებით ერთი წლის წინ იმყოფებოდა. 2022 წლის აპრილში ის კიევში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა.