ვლადიმერ პუტინის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებს უკრაინული მხარე გმობს. მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ამ განცხადებებით საკუთარი არაადეკვატურობის გამართლებას ცდილობს. მისივე თქმით, პუტინი ცინიკურად ცდილობს, ჰოლოკოსტის საკითხი თანამედროვე რუსი ნაცისტების გასამართლებლად გამოიყენოს.