. ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრობის“ წევრებს მორიგი განცხადებით მიმართავს. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისმა მხარდამჭერებმა ძალები ყველა პატრიოტთან გააერთიანონ, თუმცა, როგორც სააკაშვილი აცხადებს, იმისთვის, რომ მისი მხარდამჭერებს სხვებთან მისასვლელი პირი ჰქონდეთ, თავად პარტიამ ერთიანობა და სიმტკიცე უნდა შეინარჩუნოს. ამავე დროს, სააკაშვილი დებატებს და მუდმივ შიდა განახლებასაც მიესალმება. ექსპრეზიდენტის წერილს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.