სისტემური ხარვეზის მიზეზით, Toyota Motor-მა იაპონიაში მოქმედი თოთხმეტი ქარხნიდან, თორმეტის მუშაობა შეაჩერა. პრობლემიდან გამომდინარე, ავტომწარმოებელმა ნაწილების საჭიროებისამებრ შესყიდვა ვერ მოახერხა. დარჩენილი ორი ქარხანა ოპერირებას სამშაბათიდან შეწყვეტს, კომპანიის სამომავლო გეგმები კი, ამ ეტაპისთვის, უცნობი რჩება.
კომპონენტების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარვეზებისა და ბუნებრივი კატასტროფების მიზეზით, ავტომწარმოებლები იაპონიაში ქარხნების მუშაობას საკმაოდ ხშირად აჩერებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით ფრთხილი მიდგომით, სწორედ Toyota Motor-ი გამოირჩევა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სამუშაოების შეჩერებით, საბოლოო ჯამში, შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, შედარებით ნაკლები დრო იხარჯება.
გასულ წელს, Toyota Motor-მა, კიბერშეტევის საპასუხოდ, რომელმაც ერთ-ერთ მიმწოდებელთან ოპერაციების პარალიზება გამოიწვია, იაპონიის ყველა ქარხნის მუშაობა შეაჩერა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად, კომპანიას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, ავტომწარმოებელმა იაპონიის ქარხანათა ნაწილი მიწისძვრის გამო დახურა.