საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდამსხმელებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალი 4 ადამიანს წარუდგინა. 3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.