თბილისის საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება!“ დასრულებულია. ღონისძიების მასპინძლები მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი იყვნენ. კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაესწრნენ.