საქართველოში პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება" წაიკითხეს.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინის დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ.