ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სახლებისა და სხვა შენობების ძარცვაში ედებათ ბრალი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში აღნიშნული დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს, რომლებსაც, საერთო ჯამში, 17 სახლი გაძარცვეს.
გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და პოლიცია არ გამორიცხავს, რომ კიდევ მეტი ადამიანი დააკავონ.
ბოლო ოპერაცია 23 აგვისტოს განხორციელდა, როცა პოლიციამ დაჯგუფების 6 წევრი დააკავა.
ესპანური მედია წერს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სევილიაში, მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში და მათ სათავეებში ე.წ. კანონიერი ქურდები დგანან. დაჯგუფებები შედგება ორი-ოთხი წევრისგან და მათი ასაკი 25-40 წელია.