რეინჯერთა მომზადების სკოლა მორიგმა ნაკადმა დაასრულა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სერტიფიკატები გადასცა. 25 კვირის განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სხვადასხვა მომზადებას მოიცავდა.