საქართველოს პარლამენტმა, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთი ხელის მოსმით შეცვალა დაგროვებითი პენსიის განთავსების ის მოდელი, რომელსაც საპენსიო სააგენტო თვეების განმავლობაში აანონსებდა და წესით ხვალ იწურებოდა ვადა, როცა მოქალაქეებს ინვესტირების მოდელის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ. არსებული კანონის თანადმად, ხვალიდან 40 წლამდე ბენეფიციარების საპენსიო შენატანები მაღალრისკიან საინვესტიოციო პორტფელში ავტომატურად მოხვდებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებით კი 2028 წლამდე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ისევ დაბალრისკიან პორტფელში დარჩება, ანუ იქ, სადაც ამ წლების განმავლობაში იყო განთავსებული. რა თქმა უნდა ნებაყოფლობითობის კომპონენტი კვლავ რცება, ანუ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს და თქვენი დანაზოგის ინვესტირება უფრო მომგებიან პორტფელებში მოითხოვოთ, თუმცა ჯერ დაგეგმილმა, შემდეგ კი გაუქმებულმა ცვლილებებმა მთელი რიგი შეკითხვები გააჩინა, მათ შორის: რა გახდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზეზი, რატომ არ შედგა სათანადო კომუნიკაცია საკანონმდებლო ხელისუფლებასა და საპენსიო სააგენტოს შორის და მიადგა თუ არა რეპუტაციული ზიანი რეფორმას, რომელსაც მანამდეც არ აკლდა კრიტიკა?