2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, თავშესაფრის მოსაპოვებლად დარეგისტრირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალი გერმანიაშია. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ევროოკავშირის ქვეყნებში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მოსაპოვებლად სულ 519 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის უმეტესობას სირიის, ავღანეთის, ვენესუელას, თურქეთისა და კოლუმბიის მოქალაქეები შეადგენენ. ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს უკრაინის 4 მილიონამდე მოქალაქეს, რომლებმაც ქვეყანა ომის გამო დატოვეს.