ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუსეთში ჩავა. დასავლური მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი პუტინთან რუსული ჯარისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და უკრაინაში ომის მხარდასაჭერად სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გაიმართება ლიდერების შეხვედრა, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობენ, რომ ლიდერები ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში იარაღს ფარულად ისედაც გზავნიდა.