კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველმა რატი ანდრონიკაშვილმა მურსიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, თუ რომელი მხარე იყო ხელშეკრულების გაუქმების ინიციატორი. რატი ესპანურ კლუბს 2022 წლის ნოემბერში შეუერთდა და ლიგაში 11-ჯერ ითამაშა. 22 წლის ქართველი პარკეტზე, საშუალოდ 5 წუთსა და 23 წამს ატარებდა და ამ დროში გუნდისთვის 2,2 ქულა, 1,2 პასი და 0,5 მოხსნა მოჰქონდა.
ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა პროფესიონალური კარიერა ბერძნულ იონიკოსში 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის სეზონი რუსთავში გაატარა, შემდეგ 1 წელი შეერთბულ შტატებში, კრეიტონის კოლეჯის გუნდში თამაშობდა. რატიმ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა. ჯერ უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ანდრონიკაშვილი.