სერხიო რამოსმა საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან წამოსულ არაერთ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და არჩევანი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. ლეგენდარული ესპანელი მცველი კარიერას ანდალუსიურ „სევილიაში“ გააგრძელებს. სწორედ ამ კლუბში დაიწყო მისი შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა. სერხიოს არაბული ალ-იტიჰადიდან, თურქული გალათასარაიდან და ბეშიქთაშიდან გაცილებით სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა დიდ თანხას მან სევილიაში თამაში ამჯობინა. ანდალუსიელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. რამოსმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, სერხიო რამოსი სევილიაში 2003-2005 წლებში გამოდიოდა, სადაც 50 მატჩში 3 გოლი გაიტანა. სწორედ სევილიადან შეიძინა ის მადრიდის რეალმა, სადაც სერხიომ დიდი ისტორია დაწერა. "სამეფო კლუბში" რამოსმა 16 სეზონის განმავლობაში 671 თამაშში 171 გოლი გაიტანა. ბოლო ორი სეზონი მან პარი სენ-ჟერმენში გაატარა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტია.