აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. თავად პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა. ბაიდენი რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ინდოეთში უნდა გაემგზავროს. თეთრმა სახლმა ჯერ-ჯერობით არ გამოაცხადა, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი სამიტზე დასწრებას.