ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაკარგულებიც. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა მადრიდის სამხრეთით სამი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ამასთან ეძებენ მამაკაცს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ასევე მადრიდის რეგიონში იმყოფებოდა. გასულ კვირას ესპანეთში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა. კატალონიის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის საფრთხის გამო 10 ათასამდე მცხოვრებს რამდენიმე საათით სახლების დატოვება აეკრძალა.