მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში, დღეს დილით, დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი - გაუქმდა. რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით და დღეს დილით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმები მოიგერიეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყვა. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ რამდენიმე შენობა დააზიანა.