ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ნელი ფურტადომ Timbaland-თან ერთად 15 წლის შემდეგ ახალი სიმღერა გამოუშვეს სახელად Keep Going Up.
კოლაბორაციის შესახებ საზოგადოებას Timbaland-მა სოციალური ქსელით შეატყობინა.
"ჩვენ დავბრუნდით", — დაწერა პროდიუსერმა და პირველ სექტემბერს ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა.
ტრიომ ცნობილი სიმღერა Give It To Me 16 წლის წინ გამოუშვა, რომელიც ნამდვილ ჰიტად იქცა. ფანები მათ ერთობლივ დაბრუნებას მას შემდეგ ეჭვობდნენ, რაც ტრიომ ცოტა ხნის წინ სტუდიიდან საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "საოცნებო გუნდი".
აქამდე Timbaland-ს ცალ-ცალკე ნელის და ჯასტინის პროექტებზე არაერთხელ უმუშავია, თუმცა ცნობილი ჰიტის შემდეგ სამივე მათგანს ერთობლივი სიმღერა აღარ გამოუშვია.