American Horror Story-ის მე-12 სეზონის კიდევ ერთი ტრეილერი გავრცელდა, რომელშიც ახალი დეტალები ირკვევა: სერიალში კიმ კარდაშიანი ორსულის როლს მოირგებს და გარდა ამისა, ძალიან ბევრ ობობასაც ვიხილავთ.
ახალ ტრეილერშიც მთავარი პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობები — ემა რობერტი, კარა დელევინი და კიმ კარდაშიანი — ისევ ვიხილეთ. გარდა ამისა, ტრეილერმა ზოგადი წარმოდგენაც შეგვიქმნა ახალი სეზონის ვიზუალურ მხარესა და ატმოსფეროზე.
ჰელი ფაიფერი, რომელსაც პროექტზე აქამდეც უმუშავია, სერიების სცენარის ავტორი და რეჟისორია. ახალი სეზონი კი აღწერილია, როგორც როზმარის ჩვილის ფემინისტური განახლება და დანიელ ვალენტინის ახალი რომანის, Delicate Condition-ის, სინთეზი.
American Horror Story-ის მე-12 სეზონის პრემიერა 20 სექტემბერს შედგება. როგორც უკვე ცნობილია, სეზონი ორ ნაწილად გამოვა.