პირს, რომელიც მიკროავტობუსით მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.