პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების მიზნობრიობის მითითება სავალდებულო იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება - “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა. ბრძანების მიხედვით, გარკვეული ცვლილებაა საშვის დაშვების წესსა და პირობებში, რაზეც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. შემოდის ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად სტანდარტებს აწესრიგებს.